ორიგინალი
ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა
იმედი·13:55

ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა

28 ნოემბერი, 2026 · 13:55

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის მერიაში გამართულ დისკუსიაში - „საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული მმართველობა და საჯარო ანგარიშვალდებულება: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ხედვა ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში“.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატები, საგარეო პოლიტიკის ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ნიკოლოზ სამხარაძემ მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ცვალებად საერთაშორისო გარემოში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის შედეგებზე გაამახვილა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე, რეფორმებსა და ფისკალურ მდგრადობაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·14:52

ლევან მახაშვილი ბრიუსელის დუმილზე: ზედაპირულად, სიყალბით ლაპარაკობენ, რომ ვითომ, არის ვიღაც თვითნებურად დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებზეა საუბარი. ამიტომ, რაც უფრო გაექცევიან კითხვებს, რაც უფრო დამალავენ ინფორმაციას, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახები სიტყვათწყობა

იმედი·14:36

„ვოიაჯერ-1“-მა სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გადაცემა შეწყვიტა - კოსმოსური აპარატი დედამიწას ერთი სინათლის დღის მანძილით დაშორდა

„ვოიაჯერ-1“-მა სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გადაცემა შეწყვიტა - კოსმოსური აპარატი დედამიწას ერთი სინათლის დღის მანძილით დაშორდა
იმედი·14:33

დავით მათიკაშვილი: USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნევია მთელს მსოფლიოს

დავით მათიკაშვილი: USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნევია მთელს მსოფლიოს
იმედი·14:24

ნეთანიაჰუმ და აიზენკოტმა არჩევნების შედეგად შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად მოლაპარაკებები დაიწყეს

ნეთანიაჰუმ და აიზენკოტმა არჩევნების შედეგად შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად მოლაპარაკებები დაიწყეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.