ორიგინალი
AXIOS: ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო ტრამპისადმი ერთგულების ფასს იხდიან
იმედი·14:53

AXIOS: ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო ტრამპისადმი ერთგულების ფასს იხდიან

28 ნოემბერი, 2026 · 14:53

AXIOS-ის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო „რესპუბლიკელ“ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე სავარაუდო კანდიდატებად მიიჩნევიან, რომლებიც დონალდ ტრამპის შემდეგ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ბოლო კვირების მოვლენებმა აჩვენა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობას ორივესთვის პოლიტიკური ფასი აქვს - მათ იმ გადაწყვეტილებების დაცვა უწევთ, რომლებსაც თავად არ ეთანხმებოდნენ ან რომელთა წინააღმდეგაც პრეზიდენტი გააფრთხილეს.

AXIOS-ის შეფასებით, ტრამპის არაპოპულარობამ „რესპუბლიკელებს“ კონგრესში უმრავლესობა დააკარგვინა. ირანის ომმა და ახლა უკვე Nvidia-ს ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კი ცხადყო, რამდენად რთული იქნება ვენსისა და რუბიოსთვის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით გამოსვლა.

გამოცემის თანახმად, პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ვენსი და რუბიო ტრამპის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდნენ. ბოლო ორი შემთხვევა ორივე პოლიტიკოსის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ იდენტობას უკავშირდება.

ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თავს „რესპუბლიკელების“ ახალი თაობის წარმომადგენლად წარმოაჩენს. ის საგარეო ინტერვენციების მოწინააღმდეგეა და ეჭვის თვალით უყურებს მსოფლიოს პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის მცდელობებს. ვენსი ასევე არ იზიარებს „რესპუბლიკური“ პარტიის ტრადიციულ, ისრაელისადმი უპირობო მხარდაჭერის პოლიტიკას. ის ირანთან ომის დაწყების წინააღმდეგი იყო და არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი სწორედ ამ ომს დაუკავშირა.

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი სენატში მუშაობის პერიოდიდან საგარეო პოლიტიკის მკაცრი კურსის მომხრედ და რუსეთისა და ჩინეთის მწვავე კრიტიკოსად არის ცნობილი. 2020 წელს ჩინეთმა მას სანქციებიც დაუწესა. მიმდინარე წლის მაისში, ჩინეთში მიმავალი საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე, რუბიომ ტრამპი გააფრთხილა Nvidia-ს ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგისა და ჩინეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირის ურთიერთობის შესახებ.

ვენსის განცხადებამ, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო მარცხი ირანის ომმა განაპირობა, ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც The New York Times წერს, პრეზიდენტი დაეთანხმა ვიცე-პრეზიდენტს, რომ ომით გამოწვეული ფასების ზრდა ამომრჩევლების უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი იყო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენსს არ უთქვამს, თითქოს ომის დაწყება სწორი გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება რუბიოს, როდესაც ჟურნალისტმა მას Nvidia-ს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ჰუანგის დაბრუნების შესახებ კითხვა დაუსვა, სახელმწიფო მდივანი შემობრუნდა და კომენტარის გარეშე წავიდა.

The Wall Street Journal-ის სარედაქციო კოლეგიის წევრმა გერი ბეიკერმა ამ კვირაში გამოქვეყნებულ სვეტში რუბიოს ადმინისტრაციიდან წასვლისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, როდესაც ნათელი ხდება, რომ ტრამპის პოლიტიკა ამერიკის რეპუტაციას აზიანებს, ქვეყანას ასუსტებს და მის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რუბიო იძულებულია, ამ პოლიტიკის სახე იყოს და ამავდროულად საზოგადოებას არწმუნებდეს, რომ მასთან კავშირი არ აქვს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო ტრამპისადმი ერთგულების ფასს იხდიან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:59

ლევან მაჭავარიანი: ძალიან არათანმიმდევრულია ის პოზიცია, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა - ეს ხელოვნურად ასუსტებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, აძლიერებს აგენტურული ოპოზიციის დღის წესრიგს, ნარატივს

ლევან მაჭავარიანი: ძალიან არათანმიმდევრულია ის პოზიცია, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა - ეს ხელოვნურად ასუსტებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, აძლიერებს აგენტურული ოპოზიციის დღის წესრიგს, ნარატივს
იმედი·15:09

გიორგი სოსიაშვილი: აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი შემოთავაზება რუსული მხარისგან, რომ უმიზეზოდ აკრძალონ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე და ამავე დროს შემოგვთავაზონ უნივერსიტეტების მეგობრობა და სტუდენტების რაღაც გაცვლითი პროგრამები. ეს პირდაპირ არის რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისთვის მიწოდებული გზავნილები

გიორგი სოსიაშვილი: აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი შემოთავაზება რუსული მხარისგან, რომ უმიზეზოდ აკრძალონ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე და ამავე დროს შემოგვთავაზონ უნივერსიტეტების მეგობრობა და სტუდენტების რაღაც გაცვლითი პროგრამები. ეს პირდაპირ არის რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისთვის მიწოდებული გზავნილები
იმედი·14:43

„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს“ - მოსწავლეები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე

„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს“ - მოსწავლეები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე
იმედი·14:26

უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს ბოლო 24 საათში 10 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა

უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს ბოლო 24 საათში 10 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.