ორიგინალი
მედია: უნგრეთმა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გააუქმა
იმედი·16:34

მედია: უნგრეთმა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გააუქმა

28 ნოემბერი, 2026 · 16:34

უნგრეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურ რობერტ ბროვდისთვის, მეტსახელად „მადიარისთვის“, ქვეყანაში შესვლისა და ცხოვრების სამწლიანი აკრძალვა გააუქმა. ინფორმაციას უკრაინული მედია უნგრულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აკრძალვა, რომელიც შენგენის ზონაზეც ვრცელდებოდა, 2025 წლის აგვისტოში უკრაინის მიერ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ განხორციელებული დარტყმის შემდეგ დაწესდა. მაშინდელმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ შეზღუდვა უკრაინელ სამხედრო მეთაურს შეეხებოდა, რომელსაც უნგრეთი ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმასთან აკავშირებდა. აღნიშნული მილსადენით უნგრეთი რუსულ ნავთობს იღებდა.

ბროვდი უკრაინის დასავლეთში ქალაქ უჟგოროდშია დაბადებული და ეთნიკურად უნგრელია. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ყველაზე მაღალი რანგის ეთნიკური უნგრელია.

მედიის ცნობით, აკრძალვის შესახებ ჩანაწერი უნგრეთის საიმიგრაციო რეესტრიდან უკვე ამოღებულია.

უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მანამდე აცხადებდნენ, რომ აკრძალვის გაუქმება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე აღარ იარსებებდა.

გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრამდე მიიღეს. ლიდერები 24 ნოემბერს უკრაინის კარპატიის ოლქში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც მადიარი აპრილში უნგრეთის მთავრობის მეთაური გახდა.

მოლაპარაკებების დროს მხარეები ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: უნგრეთმა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გააუქმა

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 225 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·14:54
    წუხელ რუსეთმა უკრაინას 160-ზე მეტი დრონით შეუტია
  • ალია·14:03
    უკრაინამ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხრა ბავშვი დაიბრუნა
  • ფორმულა·13:22
    უკრაინის იერიშის შედეგად ნოვოშახტინსკის ნავთობქარხანაში ხანძარია
  • აჭარის ტელევიზია·12:57
    უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდებას "უცნაური" უწოდა
უკრაინისმედია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·16:17

DW: გერმანიის დასავლეთში კიოლნ/ბონის აეროპორტმა დრონის გამოჩენის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

DW: გერმანიის დასავლეთში კიოლნ/ბონის აეროპორტმა დრონის გამოჩენის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა
იმედი·15:42

გიორგი ვოლსკი: ადამიანები, ვინც ცდილობენ, საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდნენ რაღაც მოგონილი არგუმენტებით და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ცდილობენ, ის თამაში ითამაშონ, რომელსაც მარკეტა გრეგოროვა და სხვა ევროპარლამენტარები კარნახობენ. ეს არ არის ევროპელთა, ევროპული საზოგადოებისა და ხალხების პოზიცია

იმედი·15:35

გიორგი ვოლსკი: ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო - რევოლუციურ პროცესებში USAID-ი მონაწილეობდა, შექმნეს ასეთი ფრონტი, დაუპირისპირდნენ ჩვენს ქვეყანას. მათი მოქმედებების საკმაოდ ვრცელი სქემა გაიშიფრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში

იმედი·14:53

AXIOS: ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო ტრამპისადმი ერთგულების ფასს იხდიან

AXIOS: ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო ტრამპისადმი ერთგულების ფასს იხდიან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.