ორიგინალი
The Wall Street Journal: ყირიმის ხიდზე თავდასხმისას უკრაინელებმა Starlink-ის ისრაელური ანალოგი HiSKY გამოიყენეს
იმედი·16:48

The Wall Street Journal: ყირიმის ხიდზე თავდასხმისას უკრაინელებმა Starlink-ის ისრაელური ანალოგი HiSKY გამოიყენეს

28 ნოემბერი, 2026 · 16:48

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ხიდზე თავდასხმისას, დრონების სამართავად ისრაელის თანამგზავრული კავშირის სისტემა HiSKY გამოიყენეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინული სამხედრო დანაყოფები HiSKY-ს SpaceX-ის Starlink-ის ალტერნატივადაც იყენებენ, თუმცა ისრაელის სისტემასთან მუშაობა უფრო მეტ ტექნიკურ ცოდნასა და სპეციალისტების უშუალო მონაწილეობას მოითხოვს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინის არმია უპილოტო საფრენი აპარატების საშუალო მანძილზე მოქმედებისთვის, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული კავშირის სერვის Starshield-ზე, რომელიც Starlink-ის სამხედრო ვერსიაა. უკრაინელი სამხედროები მას რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის წინააღმდეგ დარტყმებისა და რუსული რეაქტიული დრონების დაჭერისთვის იყენებენ.

თუმცა, გამოცემის ცნობით, შემოდგომაზე უკრაინულ დანაყოფებს Starshield-ის ტერმინალებზე სიჩქარის შეზღუდვა ორჯერ შეექმნათ. დრონების ფრენის სიჩქარე საათში 100 მილით (დაახლოებით 161 კმ/სთ) შეიზღუდა, რის გამოც მათი მართვა და სამიზნეებამდე მიღწევა გართულდა. უკრაინელი სამხედროების თქმით, ამ სიჩქარით დრონები რუსული საჰაერო თავდაცვისთვის უფრო იოლ სამიზნედ იქცევიან, ხოლო რუსული რეაქტიული უპილოტო აპარატების დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეზღუდვები პირველად ოქტომბერში დაწესდა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ამერიკელი კანონმდებლების პროტესტის შემდეგ, ტრამპმა ილონ მასკს თანამგზავრული სერვისის აღდგენა სთხოვა. თუმცა, 10 ნოემბრიდან უკრაინული დანაყოფები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ შეზღუდვის პირობებში მუშაობენ.

არც SpaceX-ს და არც აშშ-ის მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. გასულ კვირას მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის თანამგზავრები ადამიანების მოსაკლავად განკუთვნილი დრონების დარტყმებისთვის არ არის შექმნილი.

The Wall Street Journal-ის ცნობით, უკრაინული არმია ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემების მოძიებას ცდილობს. ზოგიერთი დანაყოფი იყენებს ე.წ. mesh-ქსელებს, რომლებშიც დრონები რადიოსიგნალს სხვა დრონებს გადასცემენ, ან მობილურ კავშირს. ორი ინფორმირებული წყაროს ცნობით, უკრაინული დანაყოფების ნაწილი ისრაელის კომპანია HiSKY-ს თანამგზავრულ სისტემასაც იყენებს.

თუმცა, ამ ალტერნატივებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს: მობილური კავშირი მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე მუშაობს და მისი ჩახშობა რუსულ მხარეს უფრო მარტივად შეუძლია. Mesh-ქსელებისთვის კი ძვირადღირებული აღჭურვილობაა საჭირო, ამასთან, ვიდეოსიგნალის გადაცემას ხშირად მნიშვნელოვანი შეფერხება ახლავს.

უკრაინული სამხედრო ანალიტიკური ჯგუფის Oko Hora-ს დამფუძნებლის დმიტრო ბატეხას განცხადებით, ამ დროისთვის Starlink-ის სრულფასოვანი ალტერნატივა უკრაინას არ გააჩნია. მისი თქმით, ევროპული სისტემები არსებობს, თუმცა მათი გამოყენება ჯერ ძალიან შეზღუდული მასშტაბით არის შესაძლებელი.

გამოცემის წყაროს თანახმად, HiSKY Starlink-ისგან იმითაც განსხვავდება, რომ რუსეთის ტერიტორიაზეც მუშაობს. უკრაინულმა დრონების დანაყოფებმა ის რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების აღმოსაჩენადაც გამოიყენეს.

ამასთან, HiSKY-ს გამოყენება Starlink-თან შედარებით უფრო რთულია და მის მუშაობას სპეციალისტების ადგილზე ყოფნა სჭირდება. ამიტომ, წყაროს შეფასებით, ის სავარაუდოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციებისთვის იქნება განკუთვნილი და არა დრონებით ყოველდღიური თავდასხმებისთვის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: ყირიმის ხიდზე თავდასხმისას უკრაინელებმა Starlink-ის ისრაელური ანალოგი HiSKY გამოიყენეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:33

სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პედრო მოურას შეხვდა

სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პედრო მოურას შეხვდა
იმედი·17:30

გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტარების ფასიანი გამოსვლები ჩვენ არაერთხელ გვინახავს - რეალურად, ეს ე.წ. ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, რომ თურმე, დემოკრატია ყოფილა, როდესაც საზოგადოებას ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ მოუწოდებ

გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტარების ფასიანი გამოსვლები ჩვენ არაერთხელ გვინახავს - რეალურად, ეს ე.წ. ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, რომ თურმე, დემოკრატია ყოფილა, როდესაც საზოგადოებას ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ მოუწოდებ
იმედი·17:26

სენაკში „ეგრისობას“ აღნიშნავენ

სენაკში „ეგრისობას“ აღნიშნავენ
იმედი·17:20

გიორგი სოსიაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე: ჩვენ ვამბობდით, რომ USAID-ი დემოკრატიის სახელით მოქმედი და შეფუთული ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ძალა იყო - ახლა გამოაშკარავდა დოკუმენტალურად, თუ რას ახდენდა ეს ორგანიზაცია

გიორგი სოსიაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე: ჩვენ ვამბობდით, რომ USAID-ი დემოკრატიის სახელით მოქმედი და შეფუთული ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ძალა იყო - ახლა გამოაშკარავდა დოკუმენტალურად, თუ რას ახდენდა ეს ორგანიზაცია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.