ორიგინალი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, წარმოადგინეთ ერთი ფაქტი, მაგალითად ჩემთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, უფრო დაბალი რგოლის პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ თანამდებობის პირთან დაკავშირებით და ნახავთ, იქნება თუ არა რეაგირება. ვერც ერთი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ კუთხით მართვის სისტემაში გასული ორი წლის განმავლობაში
იმედი·22:14

28 ნოემბერი, 2026 · 22:14

ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამ პიარული რისკისა, რაც სპეკულაციებთან იქნებოდა დაკავშირებული, იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს იყო პრინციპული ამოცანა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, სწორედ ამის გამო აღიძრა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა როცა დავიწყეთ, გვესმოდა თავიდანვე, რომ ისევ და ისევ სპეკულაციებისთვის იქნებოდა გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ - აი, თქვენვე აღიარეთ, რომ თქვენივე მაღალი თანამდებობის პირი იყო კორუფციაში, მეორე იყო, მესამე, მეოთხე. რა თქმა უნდა, ეს გვესმოდა, მაგრამ ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამ პიარული რისკისა, რაც სპეკულაციებთან იქნებოდა დაკავშირებული, იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს იყო პრინციპული ამოცანა. სწორედ ამის გამო აღიძრა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები. მათ შორის, თქვენ რომ ახსენეთ 41-მილიონიანი საქმე, ეს არის ზუსტად ის საქმე, რაც ჩვენ გამოვიძიეთ. ასე არ არის? თქვენ ხომ არ გამოგიძიებიათ, ჩვენ გამოვიძიეთ და ამის გამო აღიძრა საქმე. იგივე ეხება სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

რაც შეეხება კორუფციას. რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, ათჯერ, ოცჯერ მაინც: წარმოადგინეთ ერთი ფაქტი, მაგალითად ჩემთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, უფრო დაბალი რგოლის პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ თანამდებობის პირთან დაკავშირებით, ერთი ფაქტი წარმოადგინეთ კორუფციის და ნახავთ, იქნება თუ არა რეაგირება. ვერც ერთი ფაქტი ვერავინ ვერ წარმოადგინა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ კუთხით მართვის სისტემაში გასული ორი წლის განმავლობაში. გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ გასული ორი წლის განმავლობაში, ამიტომ ვერ გვაძლევთ ვერც ერთ ფაქტს კორუფციასთან დაკავშირებით. ვერც ერთი ფაქტი ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთ მინისტრთან დაკავშირებით, ვერც ერთ მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებით ამ ორი წლის მანძილზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს კორუფციის ნიშნებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, წარმოადგინეთ ერთი ფაქტი, მაგალითად ჩემთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, უფრო დაბალი რგოლის პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ თანამდებობის პირთან დაკავშირებით და ნახავთ, იქნება თუ არა რეაგირება. ვერც ერთი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ კუთხით მართვის სისტემაში გასული ორი წლის განმავლობაში

თემა: კობახიძე

ამ თემას 25 ქართული წყარო აშუქებს — სულ 291 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·19:41
    შეცვალა თუ არა "ოცნებამ" მიდგომა რუსეთთან დაკავშირებით | ბექა კობახიძე სტუმრად "პოლიტ-ქალაქში"
  • ინტერპრესნიუსი·14:01
    ხატია დეკანოიძე - გამალებული რუსიფიკაციის ფონზე, როცა კობახიძე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაჩვენებელსაც კი პროპაგანდისტულად ცვლის რუსეთის სასარგებლოდ - ივანიშვილის და სააკაშვილის გათანაბრება დაუშვებელი შეცდომაა
  • ტვ პირველი·13:45
    "მტრის საქმის კეთებაა“ – ექსპერტები კობახიძის განცხადებას აკრიტიკებენ
  • აჭარის ტელევიზია·12:46
    ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა, როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე
კობახიძემინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·23:40

ბექა დავითულიანი: გვინდა, ევროპა გასწორდეს ღირებულებებში, გაძლიერდეს, იყოს სამართლიანი ჩვენთან მიდგომაშიც და იყოს მონაწილე მსოფლიო პოლიტიკის - ვხედავთ, აღარ არიან ისინი თავისი ბედის გადამწყვეტები და სხვები წყვეტენ მათ ბედს. ამიტომ არ ვიცი, მათი შანტაჟის ახლა ვისღა უნდა ეშინოდეს?!

იმედი·23:09

ნანა კაკაბაძე: სწორედ ის დაგვანახვა 28 ნოემბრის საპროტესტო აქციამ, რომ პოლიტიკურ ძალებს საზოგადოებაში მინიმალური მხარდაჭერა გააჩნიათ და შეიძლება, ხელისუფლების მიმართ ბევრს მრავალი პრეტენზიაც ჰქონდეს (ბევრი სამართლიანიც), მაგრამ მის ალტერნატივას იმ ძალებში კატეგორიულად ვერ ხედავს, ვინც ორთვიანი დაძაბული საორგანიზაციო სამუშაოს ჩატარების შემდეგ, ხალხის მხოლოდ ამ რაოდენობის შეგროვება და მხოლოდ ნახევარსაათიანი მიტინგის ჩატარება შეძლო

იმედი·22:45

ორშაბათიდან „იმედზე“ მეგა-შოუ „პერსონა X“ დაიწყება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ორშაბათიდან „იმედზე“ მეგა-შოუ „პერსონა X“ დაიწყება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედი·21:32

შალვა პაპუაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ ფაილებზე: 2024 წელს, არჩევნების წინ რომ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი და ეს თემა საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო ხილვადი, ამ ქსელს, რომელმაც იმუშავა 2024 წელს, სწორედ ეს გავლენა ექნებოდა, რომ ამომრჩეველს შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას და საქართველოში უცხო ქვეყნისთვის სასარგებლო მარიონეტებს დასვამდა ხელისუფლებაში

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.