ცოტნე ანანიძე: ქედელობა მხოლოდ დაბადების ადგილს არ ნიშნავს - ეს არის მემკვიდრეობა, ფესვები და იდენტობა, რომელსაც თითოეული ქედელი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე დაბა ქედაში სახალხო დღესასწაულს - „შემოდგომა ქედაში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ცოტნე ანანიძის თქმით, ქედელობა მხოლოდ დაბადების ადგილს არ ნიშნავს - ეს არის მემკვიდრეობა, ფესვები და იდენტობა, რომელსაც თითოეული ქედელი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს.
„ვინც ერთხელ ნახავს ქედას, სულ საქართველოს ხედავს! - მიმაჩნია, რომ ეს სლოგანი ყველაზე კარგად გამოხატავს ქედის ხასიათს და განსაკუთრებულობას.
ქედელობა მხოლოდ დაბადების ადგილს არ ნიშნავს - ეს არის მემკვიდრეობა, ფესვები და იდენტობა, რომელსაც თითოეული ქედელი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს.
ქართველი ადამიანის ორი უმნიშვნელოვანესი თვისება - შრომისმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა - ქედელის ხასიათსა და ცხოვრების წესში განსაკუთრებულად ვლინდება. ამ თვისებებს ყველაზე კარგად სწორედ ქედაში დაინახავთ და შეიგრძნობთ“, - აღნიშნავს იგი.
სახალხო დღესასწაული მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობებით აღინიშნა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეებისა და მეღვინეების პროდუქცია, ტრადიციული რეწვის ნიმუშები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და წარმატებული სპორტსმენები.
