ორიგინალი
ჟორჟოლიანი ბოკერიაზე: დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო
იმედი·12:32

ჟორჟოლიანი ბოკერიაზე: დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო

29 ნოემბერი, 2026 · 12:32

დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო, - წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, გიგა ბოკერია სააკაშვილის კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის იყო და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა.

„ბავშვებო, ახლა რომ წინა ხაზზე ხართ, მაშინ იმდენად პატარები იყავით უბრალოდ ბევრი რამ არ გეცოდინებათ.

მიშას ხელისუფლების დროს, რამდენიმე “გავლენიანი” ადამიანი იყო.

მაგალითად, ზურა ადეიშვილს პროკურატურა ჰქონდა ჩაბარებული, ვანოს პოლიცია, კეზერას და მერე ბაჩოს თავდაცვა, დასაწყისში ბაჩოს ციხე, ბენდუს რეფორმები, ნიკა რურუას მაშინ კულტურის სამინისტრო და ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო.

ვიღაცეები რა თქმა უნდა გამომრჩებიან, მაგრამ ვერაფრით გამოვტოვებ გიგა ბოკერიას რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი 2013 წლის ბოლო წამამდე, ვიდრე მიშა ხელისუფლებაში იყო.

მოდით ჩავხედოთ რა ებარა ოფიციალურად გიგას. (არაოფიციალურსაც მოგიყვებით)

1. თავდაცვა და შეიარაღებული ძალები.

2. ძალოვანი და სადაზვერვო უწყებები.

3. საგანგებო ვითარებები, საომარი მოქმედების გამოცხადების დაზვერვის გეგმის მომზადება.

4. საგარეო უსაფრთხოება.

5. კონფლიქტების მოგვარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ანუ ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა.

არაოფიციალურად- მედიის კონტროლი. ლობისტებთან ურთიერთობა, მათ შორის ფინანსურიც.

ასევე, იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა.

მაშინ როცა ყველა დაიჭირეს, დააკავეს, გააქციეს, ტიპი ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც კი:)

ამიტომ, როცა ზღაპრებს მოისმენთ „არა მიშას“ კამპანიაზე, გახსოვდეთ, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მიშასთან ერთად იღებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბოლო წუთამდე და თქვენ უბრალოდ გა@@ებენ.

და რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით, ჭკვიანი ხალხი ხართ თქვენ.

პ.ს. დღეს , მთელი ჩემი ფიდი, მათ შორის არამიშისტი ტიპები რომ პროვოკატორს მიწასთან ასწორებენ, ნიშნავს რომ საზოგადოებად შევდეგით“, - წერს იგი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჟორჟოლიანი ბოკერიაზე: დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო

თემა: მედია

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·22:56
    ზელენსკის ბრძანებულება მედიას უკრძალავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შედეგებზე საუბარს
  • რუსთავი 2·22:49
    "კონვერტებით" ნაყიდი ხმები და ზეწოლა ჟურნალისტებზე - კორუფციული სკანდალის შემდეგ, დავით არახამია მედიაზე ზეწოლის ეპიცენტრში ექცევა - მძიმე ბრალდებებზე უკრაინული მედია საუბრობს
  • აიპრესი·22:26
    იტალიური მედია: ჯორჯია მელონიმ ზელენსკის განუცხადა, რომ იტალიის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეიძლება, გამოიხატოს იმ ინიციატივების მიღებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის იტალიისა და რეგიონის უსაფრთხოებას
  • კვირა·22:23
    ირაკლი კობახიძე: კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა, ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით; მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა - სპეცრაზმით შემოვარდნენ ტელეკომპანია „იმედში“ და „რუსთავი 2“ წაართვეს საკუთარ მფლობელს, მთლიანად მონოპოლიზებული იყო მედია
მედიაროცა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·12:39

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
იმედი·12:37

ევროკავშირისა და ნორვეგიის ელჩები არ პასუხობენ „ქრონიკის“ კითხვას, ვის გულისხმობს ბრიუსელი „თვითნებურად დაკავებულებში“

ევროკავშირისა და ნორვეგიის ელჩები არ პასუხობენ „ქრონიკის“ კითხვას, ვის გულისხმობს ბრიუსელი „თვითნებურად დაკავებულებში“
იმედი·12:17

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ მზად ვართ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ მზად ვართ
იმედი·12:13

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო გამოფენას სახელწოდებით „აბრეშუმის გზა მოძრავი ანაბეჭდები“ მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო გამოფენას სახელწოდებით „აბრეშუმის გზა მოძრავი ანაბეჭდები“ მასპინძლობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.