ზელენსკიმ მედიას კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნგრევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება აუკრძალა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს. განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ბრძანებულებით ძალაში შედის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 23 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება „2026-27 წლების მომდევნო სათბობი პერიოდისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის გაძლიერების ზომების შესახებ“.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ, მთავრობას ავალებს, „მიიღოს გადაუდებელი ზომები, რათა აიკრძალოს მედიაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნგრევის შედეგებისა და აღდგენის ვადების შესახებ ინფორმაციის გაშუქება, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დამცავი ნაგებობების მშენებლობის ეტაპებისა და მიმდინარეობის თაობაზე ცნობების გავრცელება“.
