ორიგინალი
აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება
იმედი·11:37

აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება

29 ნოემბერი, 2026 · 11:37

აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება.

კერძოდ, აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, აქციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ბანერები გაშალეს. ბანერების ნაწილს ეწერა - „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, ბანერების ნაწილს კი - „თავისუფლება მიშას“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აინტერესებს, იდგა თუ არა მათი აკრძალვის გადაწყვეტილების უკან თამარ ჩერგოლეიშვილი, რაზეც ადრესატი, „ფედერალისტების“ ლიდერი პასუხობს, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.

„ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩერგო ხომ იცით არაადეკვატური და გიჟიაო- ამას ამბობენ ბანერის პასუხად ალიანსის წევრები))

კარგი ჩერგო თუ გიჟია და არაადეკვატური, მაშინ თქვენ დალაგებულებმა საჯაროდ გვიპასუხეთ:

1. ვინ მიიღო გადაწყვეტილება სახალხო აქციაზე - ენმ სიტყვით არ გამოეყვანა? მხოლოდ ჩერგომ თუ ყველამ ერთად?!

2. ბანერის შინაარს თუ არ ეთანხმებით საჯაროდ რატომ არ გმობთ და ჩუმად რატომ ხართ? მოთხოვეთ ჩერგოს ამაზე პასუხი?“, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე.

„ნაძირალა, მავნებელი, წარსულის კომპლექსებით შეპყრობილი ხისთავიანების „შედევრი“, - აღნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

„მოვითხოვ დეტალურად გაგვაგებინოთ ვინ არ მისცა ნაცმოძრაობას სიტყვით გამოსვლის უფლება?! და ვის ჰქონდა ამის უფლება?! კერძო საკუთრებაა მიტინგი?! ვგრძნობდი რაც იქნებოდა და მაგიტომაც არ წავედი!!!“, - წერს მაია ორჯონიკიძე.

როგორც თავად თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ზუსტად სიტყვის თავისუფლების ფარგლებში წავიდა ახირებული ავტოკრატების დრო.

„ცოტა ვერ გავიგე, სიტყვის თავისუფლებაა და ამიტომ გაფხატავთ სააკაშვილიან ანკესებს თავზეო ხომ გაიძახით? ზუსტად სიტყვის თავისუფლების ფარგლებში წავიდა ახირებული ავტოკრატების დრო“, - წერს იგი.

თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ საღამოს დაიწყო. აქციაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით პლაკატმა, რომელზეც დატანილი იყო წარწერა: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება

თემა: დაპირისპირება

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • პრაიმტაიმი·00:06
    ქართველების დაპირისპირება ქელეხში, იტალიაში - საქმეში ფიგურირებს მინდია ლავასოღლიც
  • აიპრესი·23:38
    „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
  • ფორმულა·23:34
    შსს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა
  • რუსთავი 2·19:07
    გლობალური დაპირისპირების უმწვავესი ეტაპია, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით განვითარდეს და არსებობს ამ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის დაუოკებელი სურვილი - გიორგი ვოლსკი
დაპირისპირება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·12:17

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ მზად ვართ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ მზად ვართ
იმედი·12:13

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო გამოფენას სახელწოდებით „აბრეშუმის გზა მოძრავი ანაბეჭდები“ მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო გამოფენას სახელწოდებით „აბრეშუმის გზა მოძრავი ანაბეჭდები“ მასპინძლობს
იმედი·12:11

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
იმედი·12:06

6 დეკემბრის ჩათვლით, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზი სამეგრელოსა და ქართლ - კახეთის რეგიონების სალოტბარო სკოლებს უმასპინძლებს

6 დეკემბრის ჩათვლით, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზი სამეგრელოსა და ქართლ - კახეთის რეგიონების სალოტბარო სკოლებს უმასპინძლებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.