ევროკავშირისა და ნორვეგიის ელჩები არ პასუხობენ „ქრონიკის“ კითხვას, ვის გულისხმობს ბრიუსელი „თვითნებურად დაკავებულებში“
ვის გულისხმობს ბრიუსელი „თვითნებურად დაკავებულებში“ და რატომ არ აძლევს სახელებსა და გვარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს - ეს შეკითხვა „ქრონიკამ“ ევროკავშირისა და ნორვეგიის ელჩებს დაუსვა, თუმცა პასუხი არც ამჯერად მიუღია.
შეგახსენებთ, რომ აქციებზე დაკავებულთა უმეტესობამ დანაშაული თავად აღიარა.
ცნობისთვის, აღნიშულ საკითხზე „ქრონიკამ“ ევროკომისიას კითხვით რამდენიმე კვირის წინაც მიმართა. პასუხად „ქრონიკას“ მისწერეს: „გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია"
ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.
