ძლიერმა მიწისძვრამ ლოს-ანჯელესის ინფრასტრუქტურა დააზიანა
ლოს-ანჯელესში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, ეს ბოლო პერიოდში ყველაზე ძლიერი ბიძგები იყო.
სტიქიის შედეგად აეროპორტში ჭერი ჩამოინგრა. დაკვამლიანება იყო შევრონის ბენზინგასამართ სადგურზე. ძირითად ბიძგებს 3,8 მაგნიტუდის, განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ქალაქის ინფრასტრუქტურის მდგომარეობას ახლა სპეციალისტები ამოწმებენ, ცნობები დაშვებულების შესახებ არ გავრცელებულა.
