ბექა დავითულიანი: გეოპოლიტიკურმა რყევებმა დასვა საკითხი ძალიან მარტივად, რომ ევროკავშირს შეიძლება იმდენად დასჭირდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა, რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა თუ არ შეინარჩუნა, შეიძლება თავად უფრო დაზარალდეს, ვიდრე ჩვენ
ამ გეოპოლიტიკურმა რყევებმა დასვა საკითხი ძალიან მარტივად, რომ ევროკავშირს შეიძლება იმდენად დასჭირდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა, რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა თუ არ შეინარჩუნა, შეიძლება თავად უფრო დაზარალდეს, ვიდრე ჩვენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, უვიზო მიმოსვლის თემით საქართველოს შანტაჟზე საუბრისას.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის ის ბოლო სიმი, რომელიც თუ გაწყდა, ამ ურთიერთობების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.
„ისინი ამ თემას, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტს, ინარჩუნებენ და ამ სიმის გაწყვეტა არ სურთ, რადგან იციან, რომ შეიძლება დადგეს დრო, როდესაც მათ საქართველო დასჭირდებათ. ახლაც სჭირდებათ, უბრალოდ ვერ ეგუებიან თანასწორ პარტნიორად მიღებას და უნდათ ვასალად წარმოაჩინონ“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
