მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა

6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა

იმედი|imedinews.ge

2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას და ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.

საქართველო წელს შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026-ზე, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა.

ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთის მასშტაბით კომპლექსური მარკეტინგული კამპანიები და ციფრული აქტივობები ტარდება. უმსხვილეს ქალაქებში მიმდინარეობს B2B შეხვედრები და როუდშოუები, სადაც ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ ჩინელ კოლეგებთან.

პარალელურად, საქართველოს ჩინელი ტუროპერატორები სტუმრობენ, რომლებიც ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. ასევე, ტარდება ტრენინგები ქართველი ტუროპერატორებისთვის ჩინური ბაზრის სპეციფიკის ასათვისებლად.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური კამპანია დაიწყო ჩინეთის ციფრულ ბაზარზე, ისეთ მრავალმილიონიან პლატფორმებზე, როგორებიცაა: WeChat, Douyin, RedNote და Weibo. თანამშრომლობა მიმდინარეობს ჩინეთის უმსხვილეს ონლაინ ტურისტულ პლატფორმასთან Trip.com, რაც პირდაპირ რეჟიმში შეუწყობს ხელს ჯავშნების სტიმულირებას. პარალელურად, ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ხალხმრავალ მოედნებსა და ქუჩებში საქართველოს საიმიჯო ბანერები და ვიზუალური მასალები განთავსდა.

სარეკლამო კამპანიებთან ერთად, საქართველოში ტარდება გაცნობითი (ინფო) ტურები. ქვეყანას სტუმრობენ ჩინელი ინფლუენსერები და ბლოგერები, რომლებიც სოციალურ ქსელებში საკუთარ აუდიტორიას საქართველოს უნიკალურ კულტურასა და ტურისტულ პროდუქტებს აცნობენ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიმართულებით ფრენებს დაემატა ახალი რეისი: შანხაი-თბილისი-შანხაი, რომელსაც China Eastern Airlines კვირაში 3 სიხშირით ასრულებს. შედეგად, ჩინეთიდან საქართველოში ფრენები უკვე სამი მიმართულებით ხორციელდება, რომლებსაც ავიაკომპანიები Air China და China Eastern Airlines ასრულებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ათასი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • დაკავებულია პირი, რომელსაც ₾412 ათასის 1.8 კგ ოქროს ნაკეთობები სპეცსამალავით უკანონოდ შემოჰქონდა | საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცარუსთავი 2
  • გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელსფორმულა
  • 24 საათში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთანეტგაზეთი
ათასი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

იმედი

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

იმედი

ზაზა შათირიშვილი: დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა  ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს