
თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება - დეტალები „იმედის კვირის“ მიმოხილვაში
უმნიშვნელოვანესი ამბავი გახდა გუშინ ცნობილი - The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი პირდაპირი დასტურია იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ხელსაყრელია.
ტრაპის ორგანიზაციაში პირდაპირ ამბობენ, რომ Trump Tower-ი თბილისის ახალი სიმბოლო და გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი იქნება.
„ტრამპის სახელი ყველაზე მდიდრული უძრავი ქონების სინონიმია მთელს მსოფლიოში, TRUMP TOWER TBILISI კი არის ამ მემკვიდრეობის გაგრძელება. გვეამაყება რომ საქართველოში შემოგვაქვს გლობალურად აღიარებული სრულყოფილების სტანდარტი“, - ამბობს პრეზიდენტ ტრამპის შვილი ერიკ ტრამპი.
დეტალები ლეო სიხარულიძის მიმოხილვაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge