მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ
სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ

სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ

იმედი|imedinews.ge

ნანუკა ჟორჟოლიანს, ამ ყველაზე დაბალი სტანდარტების, არაპროფესიონალ, დილეტანტ ადამიანს, რომლის მთელი პროფესიული მიღწევები არის მხოლოდ და მხოლოდ სკანდალზე, სიყვითლეზე, ყვითელ თემებზე აწყობილი, აღელვებდა თავისი ახლად შექმნილი უბადრუკი მედია, რაღაცა პლატფორმისთვის რეიტინგის მოპოვება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

მისივე თქმით, პატრიარქზე დარტყმა თვითონ „ნაცებს“ დაუბრუნდებათ.

„როდესაც წინა დღეს მათი ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ამ მოედანზე, ჩვენც ეკლესიურები ვართ და არ ვართ ეკლესიის მტრებიო, მეორე დღეს ამ „ნაცების“ მთავარმა პროპაგანდისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც ამ ე.წ. უწყვეტი პროტესტის მთავარი სახეა, [პეტრე ცაავა] გამოიყვანა, აჭორავა ადამიანი, რაღაც საშინელებები ალაპარაკა. ამ ცილისწამების ობიექტი, პატრიარქი უკვე აღარ არის ცოცხალი.

მათ ვერ მოითმინეს და დაარტყეს პატრიარქს - ჯერ სააკაშვილმა დაარტყა. ეს დარტყმა პატრიარქს ვერაფერს დააკლებს, ეს გამოჩნდა კიდეც მისი დაკრძალვის დღეებში, თუმცა, ამან მის ჯანმრთელობას დაარტყა. ძალიან განიცდიდა და ამის შემდეგ განსაკუთრებით მოტყდა. ძალიან ძნელია, როდესაც ასე საჯაროდ შეურაცხყოფას გაყენებენ და ცილს გწამებენ. ეს დარტყმა თვითონ „ნაცებს“ და ამ ბოროტების შემოქმედებს დაუბრუნდებათ“, - აღნიშნა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

ჯანგულაშვილმა ასევე ისაუბრა პეტრე ცაავაზეც.

„შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ. ის ადამიანები, ვინც არიან მათი პროპაგანდისტები, ქმნიან მათ იდეოლოგიას, ვინც ვითომ რამდენიმე პარტიად დაიყვნენ და დღეს კიდევ გაერთიანდნენ, ცხადია შეკრულები არიან მათთან და ერთად მოძრაობენ. რატომ არ ეძახიან პეტრე ცაავას არანაცების არხებზე. ის არის მხოლოდ და მხოლოდ „ნაცების“ პროპაგანდისტული მედიის სახე, რესპონდენტი. ის იყო ნიკა გვარამიასთან, ინგა გრიგოლიასთან, სანაიასთან, სხვებთან და ეს ხომ ცხადია, რომ კოორდინირებულია.

როგორ შეიძლება, ადამიანი ბრალდებას არგუმენტების გარეშე აჟღერებდეს და შენ მას წლების მანძილზე აძლევდე ამის საუბრის საშუალებას, არანაირ სტანდარტში არ ჯდება“, - დასძინა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

ცნობისთვის, პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ წარსულში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ნანობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი

კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს

კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს

იმედი

კოტე ჟღენტი ევროკავშირის ანგარიშზე: არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება იმათში, ვინც ინფორმაციას აწვდის. ამიტომ უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო

თემურ ჭყონია პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე: მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება