
თემურ ჭყონია პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე: მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება
რომ გითხრათ, რომ ვადა ძალიან დიდია, ვერ გეტყვით, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ თემის გადაწყვეტა 100%-ით, - განუცხადა „იმედის კვირას“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ პლასტიკატის ბოთლების წარმოების აკრძალვის 4 წლით გადავადებაზე.
ჭყონიას თქმით, ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება მათთვის უცხო თემა არ არის.
„გააჩნია, როგორ მივუდგებით ჩვენ იმიტომ, რომ მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება ძალიან სერიოზულად.
ათეული წლებია, ვმუშაობთ ამ თემის გარშემო. ეს ჩვენთვის არ არის უცხო თემა, ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით, ოღონდ იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვეძლო. როდესაც სახელმწიფო, მრეწველობა და მოქალაქეები ჩაერთვებიან, უფრო დიდ შედეგს მივიღებთ“, - აღნიშნა მან.
როგორც ცნობილია, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე გადავადდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge