მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კოტე ჟღენტი ევროკავშირის ანგარიშზე: არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება იმათში, ვინც ინფორმაციას აწვდის. ამიტომ უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო
კოტე ჟღენტი ევროკავშირის ანგარიშზე: არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება იმათში, ვინც ინფორმაციას აწვდის. ამიტომ უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო

იმედი|imedinews.ge

რეალობიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა ევროკავშირის მომდევნო ანგარიშზე საუბრისას.

კერძოდ, მან უპასუხა წამყვანის კითხვას, „ევროკავშირის საელჩო საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიშის მოსამზადებლად კვლავ ადგილობრივ „ენჯეოებს“ იწვევს. ღია ინტერესთა კონფლიქტის ფონზე, ობიექტურობის რა მოლოდინი უნდა გვქონდეს აღნიშნული დოკუმენტისგან?“.

კოტე ჟღენტის თქმით, ახალ დოკუმენტს იგივე ხალხი შეადგენს, ვინც წინა დოკუმენტი შეადგინა.

„არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება არც იმათში, ვინც აქედან ინფორმაციას აწვდის, რის საფუძველზეც ადგენენ ამ დოკუმენტს. ამიტომ ბუნებრივია, რეალობიდან გამომდინარე, უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო. იგივე მიდგომები, იგივე აღქმები და არა რეალობა და რეალური სიტუაცია.

აღქმები იყო, ძალიან კარგი ქართული სიტყვაა - ცრუ, ანუ ტყუილი. აღქმა ყველას თავისებური აქვს, მაგრამ მე სინამდვილესა და რეალობაზე ვსაუბრობ. როდესაც რაღაცებს ისე შეხედავ, რომ ასე ვფიქრობ, ან ჩემი აზრით ასეა, ეს ყველა ადამიანს შეუძლია, მაგრამ როდესაც საუბრობ არსებულ სიტუაციაზე და იქ აბსოლუტურად სხვა ფაქტებია, გამოდის რომ ფაქტებს აყალბებ. რეალობა ერთია და ანგარიში რაც არის, აბსოლუტურად - სხვა“, - აღნიშნა მან.

კოტე ჟღენტმა ასევე უპასუხა კითხვას - „როდესაც ვსაუბრობთ ინტერესთა კონფლიქტზე ამ „ენჯეოებთან“ დაკავშირებით, რატომ აქვთ ამ „ენჯეოებს“ ინტერესთა კონფლიქტი ამ პროცესისადმი ზოგადად?“.

„იმიტომ, რომ ეს „ენჯეოები“ არიან მკაცრი მიმდევარი ლიბერალ-გლობალისტური იდეოლოგიისა, ყოველ შემთხვევაში, მათი ქმედებებიდან და განცხადებებიდან ასე ჩანს. გულში რას ფიქრობენ, ნამდვილად ვერავინ ვიტყვით, მაგრამ მათი ყველა ქმედება, ნაბიჯი იმდენად არის დაკავშირებული ლიბერალ-გლობალისტებთან, ვინც ადგენს ამ დოკუმენტებს ევროკავშირში და იმდენად ღიად ჩანს, მათ შორის ეს პირდაპირი დამოკიდებულება, რომ მანდედან სხვა დასკვნებს ვერ გააკეთებ“, - განაცხადა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი

კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს

კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს

იმედი

თემურ ჭყონია პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე: მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება

სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ

სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ

იმედი