
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: არცერთი ევროპული სახელმწიფო არ იღებს დადებით გადაწყვეტილებას ამ დრომდე
არცერთი ევროპული სახელმწიფო არ იღებს დადებით გადაწყვეტილებას ამ დრომდე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ.
„არცერთი ევროპული სახელმწიფო არ იღებს დადებით გადაწყვეტილებას ამ დრომდე. შემიძლია გაუთავებლად ჩამოვთვალო ევროპის ყველა სახელმწიფო, რომელშიც რა თქმა უნდა იციან ამ მედიკამენტის შესახებ, აქვთ მეტი ფინანსური შესაძლებლობა, რომ გათვალონ რისკები. შარშან აპრილში რომ ყოფილიყო ამ მედიკამენტზე მსჯელობა, მივიღებდი გადაწყვეტილებას ყიდვის შესახებ. ორ თვეში გამოვიდოდა EMA-ს გადაწყვეტილება, სადაც ეწერებოდა, რომ პლაცებოს გარდა სხვა ეფექტი არ ჩანს. ამერიკის მარეგულირებელი, რომელსაც ამ მედიკამენტზე გაცემული აქვს [ნებართვა], ამბობს, რომ ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევები და იძლევა რეკომენდაციას, რომ გაჩერდეს ამ წამლის გამოყენება. ასეთ პირობებში მართებული იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება? - რა საკვირველია, არა. არსებობს კითხვის ნიშნები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება პასუხის გაცემა. რამდენიმე მედიკამენტი არსებობს და თითოეულს სერიოზული ნაკლოვანება აქვს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge