
ლევან დიასამიძე: რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში საქართველოს მონაწილეობა და მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს ელჩმა ყაზახეთში, ლევან დიასამიძემ რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტზე ისაუბრა, სადაც მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიიღებს.
მისი თქმით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სამიტის პლენარულ სხდომაზე.
„სამიტი კარგ შესაძლებლობას იძლევა განხილული იყოს პირველ რიგში ეკოლოგიური საკითხები, რომელიც ყოველთვის აქტუალურია, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები, არსებული მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები. ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირება, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა და ამ სამიტზე პრეზიდენტის გამოსვლა“, - აღნიშნა ლევან დიასამიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.
იმედი
წყარო: imedinews.ge