ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე: ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება

ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე: ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება

იმედი|imedinews.ge

„ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც შევხედავთ ამ წამლების გავრცელების რუკას, ჩანს რომ ამერიკის წამლის სააგენტომ მათ მისცა უფლება გამოყენების, მაშინ როდესაც ევროპის სააგენტო ჯერ კიდევ აგრძელებს კლინიკურ კვლევებს.

„გვინდა იყოს და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება. ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას, თუმცა როდესაც შევხედავთ ამ წამლების გავრცელების რუკას, ჩანს რომ ამერიკის წამლის სააგენტომ მათ მისცა უფლება გამოყენების, მაშინ როდესაც ევროპის სააგენტო ჯერ კიდევ აგრძელებს კლინიკურ კვლევებს, აზუსტებს მათ ეფექტურობას და უსაფრთხოებას. ამიტომ, ჩვენც ველოდებით საბოლოო მონაცემებს. ევროპა პასუხისმგებლიანი გაერთიანებაა და ისინი ჯერ კიდევ აზუსტებენ რაღაც მონაცემებს. ამიტომ, რა უნდა ვთქვათ ჩვენ მეტი თითოეულმა ადამიანმა ან პატარა ქვეყანამ, როდესაც ევროპის წამლის სააგენტო არის დიდი ორგანიზაცია, ყველა იმ ქვეყნებისგან შემდგარი და ისინი კიდევ ელოდებიან კლინიკური კვლევების დასკვნებს“, - აღნიშნა ნანა ტატიშვილმა.

იგი ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო მიერ მომზადებულ ცვლილების პროექტს, რომლის მიღების შემდეგაც, ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება.

ნანა ტატიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გამოკვლევები სჭირდებათ ამ ბავშვებს იმისთვის, რათა შეაფასო მათი დაავადების დინამიკა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა საშუალება ექნებათ წელიწადში ორჯერ ჩაიტარონ ამბულატორიული და ერთხელ სრული სტაციონარული გამოკვლევა, რაც სჭირდებათ ყველა იმ კვლევის ჩათვლით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია