
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
იმედი|imedinews.ge
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში და „თავი დაანებონ ლიბანს“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
კარდინალ პიეტრო პაროლინს, ოთხშაბათს რომში ჰკითხეს, რას ეტყოდა ტრამპს ირანში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
კარდინალმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ეტყოდა: „დაასრულეთ ეს რაც შეიძლება მალე, რადგან რეალური საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ესკალაცია უკვე კარსაა მომდგარი. მე ვიტყოდი: თავი დაანებეთ ლიბანს“.
მან აღნიშნა, რომ მისი გზავნილი ასევე „ისრაელელებისადმიც უნდა ყოფილიყო მიმართული“ და მოუწოდა მხარეებს, პრობლემები დიპლომატიისა და დიალოგის გზით მოაგვარონ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge