
ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირებმა საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს
იმედი|imedinews.ge
საქართველოს საელჩოში სამძიმარზე იმყოფებოდნენ ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირები.
მონასტრის წინამძღვრის, მამა ვინჩენციუს სახელით მათ ჩანაწერი გააკეთეს და პანაშვიდი გადაიხადეს მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge