მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საპატრიარქო: კვირას, 15:00 საათზე ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით
საპატრიარქო: კვირას, 15:00 საათზე ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით

საპატრიარქო: კვირას, 15:00 საათზე ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით

იმედი|imedinews.ge

22 მარტს, 15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას.

„მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.

ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თინათინ რუხაძე: მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით მოდიან ადამიანები

თინათინ რუხაძე: პატრიარქი ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომელიც უკვე ფასდაუდებელია

თინათინ რუხაძე: პატრიარქი ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომელიც უკვე ფასდაუდებელია

იმედი

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი, ხვალ წირვის შემდეგ, სიონის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიძვრება

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი, ხვალ წირვის შემდეგ, სიონის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიძვრება

იმედი

მეუფე საბა: აღმოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებმაც თქვეს, სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა, „უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავა“ - რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც დღეს ვხედავთ