
ორბანი: ჩვენი ამერიკელი მეგობრები მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ ბრიუსელმა ბოლო 20 წელიწადში ევროპა ისეთ სიტუაციაში ჩააგდო, რომლის გაგრძელება შეუძლებელია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, ამერიკელები მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ ბრიუსელმა ბოლო 20 წელიწადში ევროპა ისეთ სიტუაციაში ჩააგდო, რომლის გაგრძელება შეუძლებელია.
„ჩვენი ამერიკელი მეგობრები მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ ბრიუსელმა ბოლო 20 წელიწადში ევროპა ისეთ სიტუაციაში ჩააგდო, რომლის გაგრძელება შეუძლებელია. ბრიუსელელებისთვის პირველ ადგილას არა ევროპელები, არამედ მიგრანტები დგანან. მათ პოლიტიკამ მოიტანა ანტისემიტიზმი, ანტიქრისტიანობა, მწვანე სიგიჟე. მწვანე შეთანხმებამ ევროპის ეკონომიკა გათელა. ბრიუსელმა ევროპის უდიდესი ეკონომიკური გაკოტრება გამოიწვია“, - განაცხადა ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.
უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ აგრეთვე ბრიუსელი უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.
„ბრიუსელისთვის ევროპა პირველ ადგილზე არ დგას, მათთვის პირველი არის უკრაინა. ბრიუსელი არ წარმოადგენს ევროპელი ხალხის ხმას, არამედ უკრაინის პრეზიდენტისას. ამერიკას სურს მშვიდობა, ბრიუსელს კი ომის გაგრძელება“, - თქვა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge