Politico: დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ირანში ომის დასრულებამდე გადაიდო

Politico: დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ირანში ომის დასრულებამდე გადაიდო

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ახალ შეხვედრას ირანში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულებამდე არ დანიშნავს. ინფორმაციას Politico ანონიმურ დიპლომატსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაშინგტონელმა ანონიმურმა დიპლომატმა, რომელიც ტრამპისა და სის სამიტის მომზადების პროცესს იცნობს, განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ მკაფიოდ მიანიშნა: ლიდერების მოლაპარაკებების ახალ თარიღებს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ შესთავაზებენ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ანა კელიმ განაცხადა: „ეს არის ფეიკ ნიუსი. შეერთებული შტატები და ჩინეთი აწარმოებენ პროდუქტიულ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტის გადატანასთან დაკავშირებით - განცხადებები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“.

ჩინეთის საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას შეხვედრის შესაძლო დაგვიანების შესახებ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია