
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეკლესია პასუხისმგებლობით და იმ სულიერი სიმყარით, რომელიც მის სინოდს აქვს, მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას
ეს არის სრულად ჩვენი ეკლესიის გადასაწყვეტი და როგორც ყოველთვის სრულად ვენდობით იმ სიბრძნეს, რომელიც ქართული ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებებში არის ხოლმე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - რა მოლოდინი გაქვთ ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით?
პაპუაშვილის თქმით, ეკლესიას საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
„ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ჯერ არის პერიოდი, როდესაც არის მწუხარება გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ. მოვა ყველაფრის დრო. ჩვენს ეკლესიას აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. წელს გვაქვს მნიშვნელოვანი წელი - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წელი და წელს ამ კუთხითაც კი საქართველოს ეკლესია პასუხისმგებლობით და იმ სულიერი სიმყარით, რომელიც ჩვენ ეკლესიას, მის სინოდს აქვს, მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას. ეს არის სრულად ჩვენი ეკლესიის გადასაწყვეტი და როგორც ყოველთვის სრულად ვენდობით იმ სიბრძნეს, რომელიც ქართული ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებებში არის ხოლმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge