შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ღია ვართ პარტნიორობისთვის. მარტივი ტესტია - ქვეყნებს შორის მეგობრობა არ იზომება „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით, იზომება სუვერენიტეტის პატივისცემით

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ღია ვართ პარტნიორობისთვის. მარტივი ტესტია - ქვეყნებს შორის მეგობრობა არ იზომება „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით, იზომება სუვერენიტეტის პატივისცემით

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ღია ვართ პარტნიორობისთვის. მარტივი ტესტია - ქვეყნებს შორის მეგობრობა არ იზომება „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით, იზომება სუვერენიტეტის პატივისცემით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს ოპოზიციის კრიტიკას ბუდაპეშტში განხორციელებულ ვიზიტებთან დაკავშირებით და ასევე რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს ბუდაპეშტში.

„ჩვენ პარტნიორობას ვეძებთ მათთან, ვინც ქართველი ხალხის სუვერენიტეტს სცემს პატივს. უნგრეთი და მისი ხელისუფლება პატივს სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ამიტომ გვაქვს მათთან პარტნიორული ურთიერთობა. ესტონეთი, ლიტვა და მათი ხელისუფლება პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ამიტომ ვხედავთ ამ ურთიერთობების გაციებას. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ღია ვართ პარტნიორობისთვის. მარტივი ტესტია - ქვეყნებს შორის მეგობრობა არ იზომება „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით, იზომება სუვერენიტეტის პატივისცემით. არ სცემს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს? - არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები. არ სცემს ესტონეთი სუვერენიტეტს პატივს, არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები. მარტივი ტესტია - ეცი პატივი ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, გეცემა პატივი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია