აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს

აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია სახელწოდებით „შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა უკრაინის მთავრობის გეგმა, რომელიც ეხებოდა შეთქმულებას ბაიდენის მეორე ვადით ასარჩევად თანხების გადამისამართების მიზნით“.

სტატიაში, რომელსაც ტრამპი აზიარებს, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ამერიკელებს ხელში ჩაუვარდათ განსაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, უკრაინელი ჩინოვნიკები აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევას განიხილავდნენ.

კერძოდ, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები 2022 წლის ბოლოს ფიქრობდნენ, რომ ბაიდენის მეორე ვადით ასარჩევად საჭირო იყო მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსება დიდძალი თანხით, რომელსაც გათეთრების გზით იშოვიდნენ. კერძოდ, ჯერ აშშ-ს ფული უკრაინის ენერგეტიკის აღსადგენად უნდა გამოეყო, ხოლო შემდეგ ეს ფული კვლავ ამერიკაში, ბაიდენის დასაფინანსებლად უნდა დაბრუნებულიყო.

საუბარია ასეულობით მილიონ დოლარზე. სქემის ერთ-ერთი მონაწილე USAID-ი უნდა ყოფილიყო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია