
ტრამპი მიესალმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აეკრძალათ
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიესალმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აეკრძალათ.
„ვულოცავ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადაწყვეტილების მიღებას, რომლის თანახმადაც მამაკაცებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აეკრძალათ. ეს მოხდა მხოლოდ ჩემ მიერ გამოცემული ძლიერი აღმასრულებელი ბრძანების წყალობით, რომელიც ქალებსა და გოგონებს იცავს“, - დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის გუშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების დაშვების ახალი პოლიტიკა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერი ქალები შეჯიბრებებზე აღარ დაიშვებიან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge