ირანის მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბომბვის შედეგად იდნოეთის ხუთი მოქალაქე დაშავდა

ირანის მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბომბვის შედეგად იდნოეთის ხუთი მოქალაქე დაშავდა

იმედი|imedinews.ge

ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ინდოეთის ხუთი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ირანმა შეტევა ქვეყნის ინდუსტრიულ ზონაზე განახორციელა. რაკეტებისა და დრონების ნაწილების ჩამოვარდნის გამო ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ გაშვებული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდება შეძლეს.

ქვეყნის სამთავრობო მედია იუწყება, რომ ირანული თავდასხმის შედეგად ხანძარი ხალიფას ეკონომიკურ ზონაში ორ ადგილას გაჩნდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია