კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

იმედი|imedinews.ge

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბორტზე 128 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 66 ადამიანი, ხოლო ათეულობით დაშავებული უკვე ევაკუირებულია. დანარჩენებს ამ დრომდე ეძებენ.

სამხედრო თვითმფრინავი Hercules C-130 კოლუმბიის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ პუერტო ლეგისამოში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია