მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება

ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და თეირანი მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის.

ტრამპის თქმით, ირანული მხარე ვაშინგტონთან კონტაქტზეა და ამჯერად ისინი „გონივრულად საუბრობენ“. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ირანი დათანხმდა პირობას, რომლის მიხედვითაც მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართულნი არიან ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მარკო რუბიო და ჯეი დი ვენსი.

„მეორე მხარეს, შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმების მიღწევა სურთ. მათ ადგილას ვინ არ ისურვებდა ამას?“ - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ირანის დასუსტებულ თავდაცვისუნარიანობას და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად განადგურებულია. ტრამპის თქმით, ირანს აღარ ჰყავს მოქმედი ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები და მწყობრიდანაა გამოსული მათი კავშირგაბმულობისა თუ ანტისარაკეტო სისტემები.

„ჩვენ თავისუფლად გადავაადგილდებით თეირანის თავზე. შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც მოგვესურვება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ირანელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ - ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, ეს საჩუქარი ნავთობსა და გაზთან არის დაკავშირებული

ტრამპი: ირანელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ - ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, ეს საჩუქარი ნავთობსა და გაზთან არის დაკავშირებული

იმედი

ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია - ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია

ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია - ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია

იმედი

მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო

მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: 7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ ტვ პირველზე. არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს

თენგიზ შარმანაშვილი: 7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ ტვ პირველზე. არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს

იმედი