მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო
მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო

მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო

იმედი|imedinews.ge

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში ალბანეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იოანე და პროტოპრესვიტერი სპირიდონი მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მისმა უნეტარესობამ მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისათვის.

საუბრისას გაიხსენეს ალბანეთის აწ გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსი ანასტასიც, რომელიც დიდი მოღვაწე და ეკლესიის აღმშენებელი გახლდათ.

შეხვედრის დასასრულს მასპინძლებსა და სტუმრებს შორის სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ირანელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ - ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, ეს საჩუქარი ნავთობსა და გაზთან არის დაკავშირებული

ტრამპი: ირანელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ - ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, ეს საჩუქარი ნავთობსა და გაზთან არის დაკავშირებული

იმედი

ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია - ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია

ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია - ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: 7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ ტვ პირველზე. არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს

თენგიზ შარმანაშვილი: 7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ ტვ პირველზე. არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს

იმედი

დედა ემილიანე: მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას

დედა ემილიანე: მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას

იმედი