რომის პაპის განცხადებით, ომი ირანში „სულ უფრო და უფრო უარესდება“

რომის პაპის განცხადებით, ომი ირანში „სულ უფრო და უფრო უარესდება“

იმედი|imedinews.ge

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანში მზარდი შეიარაღებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხატა და ომის დასრულების მოწოდებით კვლავ გამოვიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პონტიფიკოსმა აღნიშნული განცხადება აშშ-ირანს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ფონზე გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ლეო XIV არის პირველი ამერიკელი მღვდელმთავარი, რომელმაც ირანში ომი დაგმო და თქვა, რომ „სიძულვილი იზრდება, ხოლო ძალადობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება“.

„მსურს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდე, მოვუწოდო მუშაობისკენ მშვიდობის სახელით, არა იარაღით, არამედ დიალოგის გზით, ისეთ გადაწყვეტილებისკენ მისწრაფებით, რომელიც ყველას მოეწონება“, - განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, ხოლო ბევრი დაიღუპა. „ყველა ხელისუფლებას პრობლემების გადასაჭრელად ნამდვილი დიალოგისკენ მოვუწოდებ“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია