ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: ევროპა ხანგრძლივი ენერგეტიკული შოკისთვის უნდა მოემზადოს

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: ევროპა ხანგრძლივი ენერგეტიკული შოკისთვის უნდა მოემზადოს

იმედი|imedinews.ge

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, დენ იორგენსენი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომისგან გამოწვეული კრიზისი დიდხანს გასტანს და ენერგორესურსების ფასი მაღალ ნიშნულზე დიდხანს დარჩება.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ეკონომიკური ვითარების გაუარესებაა მოსალოდნელი, როდესაც ევროპას საწვავისა და ნავთობის საგანგებო რეზერვების გამოყენება მოუწევს.

„ეს იქნება ხანგრძლივი კრიზისი. ენერგომატარებლებზე ფასები მაღალი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება“, - განაცხადა იორგენსენმა და დასძინა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელთან დაკავშირებით ველით, რომ ვითარება უახლოეს კვირებში კიდევ უფრო გართულდება“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია