
ჯეი დი ვენსი სამშაბათს ბუდაპეშტს ეწვევა ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებების გასამართად
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სამშაბათს ბუდაპეშტს ეწვევა ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებების გასამართად. ვიზიტი შედგება 12 აპრილის გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ვენსი მოლაპარაკებებს გამართავს ვიქტორ ორბანთან და სიტყვით გამოვა „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის არსებულ მდიდარ პარტნიორობაზე“.
ტამპის ადმინისტრაცია ორბანის კონსერვატიული დღის წესრიგის ხმამაღალი მხარდამჭერია.
თებერვალში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge