
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
„ვფიქრობ, უკრაინისთვის გამონაკლისების დაშვება მას არ დაეხმარებოდა და არც გააძლიერებდა - რადგან ეს ძირს გამოუთხრიდა ნდობას მთელი პროცესისა და მომავალში თქვენი წევრობის მიმართ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
„საუბარია იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი მზადყოფნა, ნამდვილი მზადყოფნა ევროკავშირში თანაარსებობისა და ერთობლივი ცხოვრებისთვის. ევროკავშირში გაწევრიანებისას უკრაინამ ჩვენ უნდა გაგვაძლიეროს და არა დაგვასუსტოს... როდესაც კანდიდატ ქვეყანასთან ვმუშაობთ, ჩვენ თქვენ გამზადებთ, როგორც კანდიდატს ტრანსფორმაციის პროცესში. ყველაფერი ჯეროვნად უნდა გაკეთდეს - თქვენი ეკონომიკისა და საზოგადოების გარდაქმნის პროცესი“, - განმარტა კოსმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge