
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
„არა, საერთოდ არ იმოქმედებს. ეს ომია. ჩვენ ომში ვართ“, - აღნიშნა ტრამპმა მოკლე სატელეფონო ინტერვიუს დროს.
პრეზიდენტმა უარი თქვა ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტების სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დეტალების განხილვაზე, რომელიც ამ დრომდე აქტიურ ფაზაშია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge