პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულთან - აღდგომასთან დაკავშირებით, ცხადდება ზავი 2026 წლის 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„გამოვდივართ იქიდან, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციის მაგალითს მიჰყვება [სააღდგომო ზავთან დაკავშირებით]“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პუტინმა ასევე მისცა მითითება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ზავის პერიოდში შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, თუმცა მზად იყვნენ მოწინააღმდეგის პასუხისთვის.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია