უნგრელი მკვლევარი: პოლარიზაციის დიდი ნაწილი შექმნილია ჩარევით, ინტერვენციით ევროკავშირის მიერ და ძალიან ხშირად ეს ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების ფონზე ხდება

უნგრელი მკვლევარი: პოლარიზაციის დიდი ნაწილი შექმნილია ჩარევით, ინტერვენციით ევროკავშირის მიერ და ძალიან ხშირად ეს ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების ფონზე ხდება

იმედი|imedinews.ge

პოლარიზაციის დიდი ნაწილი შექმნილია ჩარევით, ინტერვენციით ევროკავშირის მიერ და ძალიან ხშირად ეს ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების ფონზე ხდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია ბოლო ათწლეულებში ყველაზე პოლარიზებულ გარემოში იმართება.

„გარემო, რომელიც აქ ჩამოყალიბდა ანალოგიურია თითქმის, რაც საქართველოში იყო 2024 წელს. ჩვენ გვყავს მმართველი პარტია, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, რომელიც ცდილობს გაატაროს დამოუკიდებელი, სუვერენული საგარეო პოლიტიკა და მის საპირისპიროდ ახალი ოპოზიციური პარტია, ეს არის ძველი ოპოზიიდან წარმოქმნილი, მაგრამ საკუთარ თავს ხატავს ახალ პარტიად და მას ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას და დაფინანსებასაც კი აძლევს დასავლეთი. მიიღო მხარდაჭერა ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური პარტიისგან, დონალდ ტუსკისგან. პოლარიზაციის დიდი ნაწილი შექმნილია ჩარევით, ინტერვენციით ევროკავშირის მიერ და ძალიან ხშირად ეს ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების ფონზე ხდება“, - განაცხადა უნგრელმა მკვლევარმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია