
ხუნდაძე: მთელი ევროპა მოიხმარს პლასტმასის ჭურჭელს, მაგრამ მისი ერთჯერადი მოხმარება არ არის ტოქსიკური. ვფიქრობ, რეგულაცია აუცილებელია, მაგრამ მთავრობამ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს სწრაფად
მთელი ევროპა მოიხმარს პლასტმასის ჭურჭელს, მაგრამ მისი ერთჯერადი მოხმარება არ არის ტოქსიკური. ვფიქრობ, რეგულაცია აუცილებელია, მაგრამ მთავრობამ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს სწრაფად , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.
„როდესაც პლასტმასის აკრძალვაზე მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ [„ხალხის ძალამ“] გამოვთქვით პოზიცია, რომ ეს იყო არასწორი, რადგან მნიშვნელოვან ნეგატიურ ეფექტებს შექმნიდა ქართულ ეკონომიკაში და პროდუქციაზე ფასებს გაზრდიდა. ეს იქნებოდა დამატებითი ტვირთი ბიზნესისთვისაც. ეს შეზღუდავდა ასევე იმპორტსაც.
გაბუქებულიც იყო პლასტმასის მავნე ზეგავლენა, რადგან პლასტმასის მავნე ზეგავლენა არის იმ შემთხვევაში, როდესაც ის არასწორად მოიხმარება, ან განმეორებით გამოყენება ხდება. მთელი ევროპა მოიხმარს პლასტმასის ჭურჭელს, მაგრამ მისი ერთჯერადი მოხმარება არ არის ტოქსიკური. ვფიქრობ, რეგულაცია აუცილებელია, მაგრამ მთავრობამ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს სწრაფად და ეკონომიკური ზეგავლენის შეფასების გარეშე, მითუმეტეს ძირითად აქტორებთან შეუთანხმებლად. ბოლო კომპრომისი სრული კომპრომისი იყო და მინდა მადლობით დავასრულო. იქნება საკითხები, სადაც როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი ვიქნები ხელისუფლების დამცველი და იქნება საკითხები, სადაც გავწევ წინააღმდეგობასაც“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით
იმედი
წყარო: imedinews.ge