
მელანია ტრამპი: მე არ ვარ ეპშტეინის მსხვერპლი - მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ეპშტეინთან
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უარყო ყოველგვარი კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები მას ჩირქს სცხებს.
„სიცრუე, რომელიც მაკავშირებს სამარცხვინო ჯეფრი ეპშტეინთან, დღესვე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეუღლემ თეთრი სახლიდან მიმართვისას.
მან განაცხადა, რომ არასოდეს ჰქონია ურთიერთობა ეპშტეინთან ან მის თანამზრახველთან, გილეინ მაქსველთან, რომელთანაც, მისივე თქმით, მხოლოდ ზედაპირული მიმოწერა ჰქონდა.
„მე არასოდეს ვყოფილვარ ეპშტეინის მეგობარი. მე და დონალდს დროდადრო ეპშტეინის მსგავსად ერთსა და იმავე წვეულებებზე გვეპატიჟებოდნენ, რადგან ნიუ-იორკში სოციალური წრეების გადაკვეთა ჩვეულებრივი მოვლენაა“, - განაცხადა მან. „სრული სიცხადისთვის - მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ეპშტეინთან ან მის თანამზრახველ მაქსველთან“.
„მე არ ვარ ეპშტეინის მსხვერპლი“, - ხაზგასმით აღნიშნა მელანია ტრამპმა.
მან მოუწოდა კონგრესს, მოაწყოს საჯარო მოსმენა ეპშტეინის მიერ დაზარალებული ქალებისთვის, სადაც ყურადღების ცენტრში გადარჩენილები იქნებიან.
იმედი
წყარო: imedinews.ge