ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ირანი მოწადინებულია „შური იძიოს“ მოკლული მამის გამო

ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ირანი მოწადინებულია „შური იძიოს“ მოკლული მამის გამო

იმედი|imedinews.ge

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი კვლავ მოწადინებულია „შური იძიოს“ მისი მოკლული მამისა და ომში დაღუპული ყველა ადამიანის გამო - ნათქვამია მის ახალ განცხადებაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადების შემდეგ გავრცელდა.

ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის მართვას „ახალ ფაზაში“ გადაიყვანს.

მან მოუწოდა ირანის სამხრეთ მეზობლებს - სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს - სიფრთხილით მოეკიდონ „ეშმაკების ცრუ დაპირებებს“ და დასძინა, რომ მისი ქვეყანა კვლავ ელოდება მათგან „შესაბამის პასუხს“, რათა მათ მიმართ კეთილი ნება და ძმობა გამოიჩინოს.

მისივე თქმით, ირანი ომს არ ეძებდა, თუმცა საკუთარ უფლებებზე უარს არ იტყოდა, „და ამ თვალსაზრისით, ჩვენ მთლიან წინააღმდეგობის ფრონტს ერთიან მთლიანობად განვიხილავთ“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია