BBC: აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მანდელსონის სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს

BBC: აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მანდელსონის სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს

იმედი|imedinews.ge

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის შესახებ სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს.

კერძოდ, როგორც BBC-მ გაარკვია, მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ მანდელსონმა ელჩად დანიშვნამდე უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა, თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ მთავრობას არ შეატყობინა.

ახალი სკანდალის გამო ქვეყნის ოპოზიცია კვლავ მოუწოდებს სტარმერს გადადგომისკენ, თუმცა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მდივნის დარენ ჯონსის განცხადებით, მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას არც ამჯერად აპირებს.

ჯონსჯონის განცხადებით, სტარმერს მანდელსონის დანიშვნის დროს პარლამენტი არ მოუტყუებია არც განზრახ, არც შემთხვევით, რადგან მან შემოწმების შედეგების შესახებ არაფერი იცოდა.

72 წლის მანდელსონი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ყველაზე პრესტიჟული თანამდებობიდან 2025 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს, როდესაც ჯეფრი ეპშტეინთან მისი მეგობრობის მასშტაბები აშკარა გახდა.

თებერვალში პოლიციამ მანდელსონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობამ ყოფილ ელჩსა და ეპშტეინს შორის არსებული მიმოწერები გადასცა. მაშინ პირველად გაისმა მოწოდებები სტარმერის გადადგომის შესახებ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია