
ტრამპი: ახლა, როცა ჰორმუზის სრუტის სიტუაცია დასრულდა, ნატოდან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა - ვუთხარი მათ, რომ შორს დაიჭირონ თავი, უსარგებლოები იყვნენ, როცა გვჭირდებოდა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით ნატოს მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და მათ „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.
პრეზიდენტის გაღიზიანება ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისის დასრულების შემდეგ ალიანსის მხრიდან შეთავაზებულმა დაგვიანებულმა დახმარებამ გამოიწვია.
„ახლა, როცა ჰორმუზის სრუტის სიტუაცია დასრულდა, ნატოდან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. მე ვუთხარი მათ, რომ შორს დაიჭირონ თავი, თუკი არ აპირებენ, რომ თავიანთი გემები უბრალოდ ნავთობით დატვირთონ. ისინი უსარგებლოები იყვნენ, როცა გვჭირდებოდა - ქაღალდის ვეფხვი!“ - აღნიშნა ტრამპმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge