ირანელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს

ირანელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს

იმედი|imedinews.ge

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის საოპერაციო ცენტრი (UKMTO) ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა ომანის სანაპიროსთან მოხდა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი ნავი ტანკერს მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა.

წინასწარი ინფორმაციით, ტანკერს და ეკიპაჟის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ. ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ გუშინ გახსნილი ჰორმუზის სრუტე დღეს ისევ დაკეტა, რადგან აშშ ირანის საზღვაო ბლოკადას განაგრძობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია