NBC News: კონგრესის წევრების ოფისის შენობაში ომის საწინააღმდეგო აქციის 66 მონაწილე დააკავეს

NBC News: კონგრესის წევრების ოფისის შენობაში ომის საწინააღმდეგო აქციის 66 მონაწილე დააკავეს

იმედი|imedinews.ge

ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დიდი ჯგუფი დღეს დილით კონგრესის წევრების ოფისის შენობაში დააკავეს, მას შემდეგ რაც ისინი ირანთან ომის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ტრანსპარანტებს აფრიალებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, დაახლოებით 66 პირია დაკავებული. მათ ბრალად ედებათ ოფისის შენობაში უკანონო პროტესტის მოწყობა.

ჯგუფს ეჭირა პლაკატები წარწერებით - „დაასრულეთ ომი ირანის წინააღმდეგ“ და „ჩვენ კიდევ ერთ ომს ვერ გავწვდებით“ - ამასთან, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „დონალდ ტრამპი ომის დამნაშავეა!“.

„აქ მყოფი ვეტერანები და სამხედროთა ოჯახები წარმოადგენენ აშშ-ის ომების სამ თაობას - ვიეტნამიდან და სპარსეთის ყურიდან მოყოლებული ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომამდე, ერაყისა და ავღანეთის ომების ჩათვლით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მომიტინგემ დაკავებამდე. „ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ომით გადავიღალეთ. მოგვბეზრდა და დავიღალეთ ომით, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები კი მეოთხე თაობის ომში ჩათრევას აპირებენ. ჩვენ ვამბობთ: ნუ წამოიწყებთ ამ ომებს“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია