
The Wall Street Journal: Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა
იმედი|imedinews.ge
კომპანია Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა. მან ამ პოსტზე ტიმ კუკი შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ტერნუსი ამჟამად Apple-ის ტექნიკური უზრუნველყოფის ვიცე-პრეზიდენტია. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი დანიშვნა ძალაში 1-ლი სექტემბრიდან შევა. ტიმ კუკი კი კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge