Reuters: რუმინეთის მმართველმა კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ის უმსხვილესმა პარტიამ დატოვა

Reuters: რუმინეთის მმართველმა კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ის უმსხვილესმა პარტიამ დატოვა

იმედი|imedinews.ge

რუმინეთის უმსხვილესი პარტიის, „სოციალ-დემოკრატების“ შვიდი მინისტრი პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის პროევროპული კოალიციური მთავრობიდან ხუთშაბათს გადადგა - აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე დატოვა და ევროკავშირის ფონდებზე წვდომა საფრთხის ქვეშ დააყენა, - წერს სააგენტო Reuters-ი.

„სოციალ-დემოკრატებმა“ ორშაბათს ლიბერალ ბოლოჟანს გადადგომისკენ მოუწოდეს. ისინი უკმაყოფილოები არიან პრემიერის მცდელობით, სახელმწიფო ხარჯების შემცირებით ევროკავშირში ყველაზე დიდი საბიუჯეტო დეფიციტი აღმოფხვრას, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე კაბინეტის ყველა ღონისძიებას მხარს უჭერდნენ.

ოთხი პარტიისგან შემდგარი 10-თვიანი კოალიციის სავარაუდო დაშლა კვირების ან თვეების განმავლობაში პოლიტიკურ ჩიხს მოასწავებს.

ეს პერსპექტივა საფრთხეს უქმნის რუმინეთის საკრედიტო რეიტინგს, რომელიც საინვესტიციო დონის ბოლო საფეხურზეა, ასევე აფერხებს დეფიციტის შემდგომ შემცირებას, ზრდის სესხის აღების ხარჯებს და რისკის ქვეშ აყენებს ევროკავშირის დაახლოებით 27 მილიარდ ევროს, რომელიც გრანტებისა და სესხების სახით უნდა გამოიყოს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია