მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანთან ომი ართულებს ტაივანის დაცვის საგანგებო გეგმებს
The Wall Street Journal: აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანთან ომი ართულებს ტაივანის დაცვის საგანგებო გეგმებს

The Wall Street Journal: აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანთან ომი ართულებს ტაივანის დაცვის საგანგებო გეგმებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-მა ირანში იმდენად დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გახარჯა, რომ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებით, ქვეყანა, შესაძლოა, სრულად ვეღარ გაუმკლავდეს ტაივანის დაცვის გეგმას ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი ინტერვენციის შემთხვევაში, თუკი ეს უახლოეს მომავალში მოხდება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რომლებმაც ზუსტი ციფრების დასახელება არ ისურვეს, 28 თებერვალს ირანთან ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1 000-ზე მეტი Tomahawk-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა, ასევე 1 500-დან 2 000-მდე საჰაერო თავდაცვის რაკეტა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ამ მარაგების სრულად აღდგენას შესაძლოა ექვს წლამდე დასჭირდეს. ამან ადმინისტრაციაში გამოიწვია დისკუსიები ოპერატიული გეგმების კორექტირების შესახებ, რათა სამხედრო ძალები მზად იყვნენ ტაივანის დასაცავად პრეზიდენტის ნებისმიერი შესაძლო ბრძანების შესასრულებლად.

პენტაგონი მრავალი სცენარისთვის ემზადება, მიუხედავად ვაშინგტონში არსებული ცვალებადი გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და პოლიტიკური განწყობებისა. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინეთთან კონფლიქტის ნიშნები ჰორიზონტზე არ ჩანს. ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი მომავალ თვეში პეკინში პრეზიდენტ ტრამპთან მაღალი დონის სამიტის გამართვისთვის ემზადება, ჩინეთის არმია კი გენერლების წმენდის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს.

აშშ ატარებს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც აღიარებს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთის მთავრობა - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - მიუხედავად იმისა, რომ აშშ ინარჩუნებს ურთიერთობებს ტაივანის თვითმმართველ დემოკრატიასთან. ტრამპს, თავისი წინამორბედების უმეტესობის მსგავსად, საჯაროდ არ აუღია ვალდებულება, რომ ინტერვენციის შემთხვევაში კუნძულის დასაცავად ამერიკულ სამხედრო ძალებს გაგზავნის.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი რეალობად იქცევა, ოფიციალური პირების თქმით, მარაგების შევსების პროცესში აშშ საბრძოლო მასალის დეფიციტს მოკლევადიან პერსპექტივაში იგრძნობს, რაც, შესაძლოა, ჯარებს გაზრდილი რისკის წინაშე დააყენებს. ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ საბრძოლო მასალის ჩანაცვლების ვადების შემცირება შესაძლებელია თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში სოლიდური ინვესტიციების ჩადებითა და დაბალბიუჯეტიანი საბრძოლო მასალის წარმოებაზე ახალი აქცენტის გაკეთებით.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა მარტში დაადგინა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პეკინმა 2027 წელს ტაივანის წინააღმდეგ ომი წამოიწყოს და არც გაერთიანების რაიმე ფიქსირებული ვადები აქვს განსაზღვრული; თუმცა, ჩინეთს სურს კუნძულზე სრული სუვერენული კონტროლი 2049 წლისთვის - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისთვის - მოიპოვოს.

აშშ-ის რამდენიმე მაღალჩინოსანმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ აშშ არ არის სრულად მზად ჩინეთთან უახლოეს პერიოდში შესაძლო კონფლიქტისთვის და რომ საბრძოლო მასალის შემცირება გავლენას ახდენს მის საბრძოლო მზადყოფნაზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია: ალიანსის წევრები სააკაშვილის გარეშე რაიმე წარმატებას თუ მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი

გიორგი გამსახურდია: ალიანსის წევრები სააკაშვილის გარეშე რაიმე წარმატებას თუ მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი

იმედი

გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან

გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან

იმედი

ტრამპი: მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი  არა - საათი წიკწიკებს

ტრამპი: მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი არა - საათი წიკწიკებს

იმედი

გორდულაძე ოპოზიციაზე: ძველი, მოქმედი და ყოფილი ნაცები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ნაცები არ არიან. სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას